საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცრუ ჩვენებებზე ადრეც შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე აღძრული და ადრეც ყოფილიყვნენ დაკავებულები, როგორც არასრულწლოვნები, ისე სრულწლოვნები. მიაჩნიათ, შსს-მ დროულად ვერ გადადგა.
მმართველ პარტიაში კი უწყების მუშაობას დადებითად აფასებენ. საგამოძიებო კომისიის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით იმუშავებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბევრი დეტალი გაირკვევა.