ვიდეოჯარიმის გადახდის წესები - საინტერესო ინფორმაცია ურჩი მძღოლებისთვის 

20 ივლისი 2018, 00:00 12667 ნახვა

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. 

უწყების ვებგვერდზე ვიდეოჯარიმების გადახდის წესებიც გამოქვეყნდა.  

ის მოქალაქეები, რომლებიც საჯარიმო თანხას ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან, 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. დარღვევის შესახებ ინფორმაციას კი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებენ. 

''სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზღვისპირა ქალაქში კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე.

სამინისტრო უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის დამონტაჟებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი