სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვების კვლევა იწყება

19 ივლისი 2018, 00:00 3069 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევას იწყებს. ფართომასშტაბიანი კვლევა სექტემბრიდან დაიწყება, გამოიკვლევენ ოჯახებს, დაადგენენ ბავშვთა განვითარების მაჩვენებლებს და ტყვიის შემცველობას.

ამის შემდეგ კი უნდა დადგინდეს თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია სისხლში ტყვიის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბება. ცნობისთვის ეს შეიძლება იყოს, საკვები, სათამაშო, საწვავი და საღებავები.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევები მცირეა, თუმცა საკითხი არის საყურადღებო. თემა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა რაც დადგინდა რომ ამერიკაში ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა იყო. ნათია კოპალიანი მოგვიყვება უფრო მეტს თემის შესახებ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი