მალხაზ ხალვაში: “რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვა და მედიკოსების გადამზადება დაწყებულია”

18 ივლისი 2018, 00:00 1917 ნახვა

რა ბედი ელის მშენებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოს _ ექიმთა ერთი ნაწილის განცხადებით, დაწესებულების მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მშენებლობა, რომელიც მაისში უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან არ მიმდინარეობს საავადმყოფოს ტექნიკით აღჭურვის პროცესი და პერსონალის გადამზადება. ექიმები ეჭვობენ, რომ დაპირების მიუხედავად, შესაძლოა საავადმყოფო მართვაში ისევ კერძო კომპანიას გადაეცეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ საავადმყოფო სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და ამის ალტერნატივა არ არსებობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, საავადმყოფოში უკვე დაწყებულია ადაპტირებისა და აღჭურვის პროგრამა, რომელშიც უკვე ერთი თვეა თავადაც მონაწილეობს. ასევე  თანამშრომლების  გადამზადებაც ეტაპობრივად გრძელდება. მშენებელი კომპანია შპს „სტადიონში“ კი აცხადებენ, რომ შენობის ადაპტირების განახლებული პროექტი უკვე მზად არის და მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში