76 ქვეყნის 2 500-მდე წარმომადგენელი მთავრობათა ღიაობისა და სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის გზებზე დღესაც მსჯელობს. “ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისი კიდევ ორი დღე უმასპინძლებს. რა თემატიკას ეთმობა დღევანდელი სესია.