დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა-აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ერთ-ერთს სხეულის 50%-იანი, ხოლო მეორეს 25%-იანი დამწვრობა აქვს. ორი პაციენტი კი სხვადასხვა განყოფილებებშია მოთავსებული.
მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღეში გაიწერებიან კლინიკიდან. შეგახსენებთ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს 6 მუშა დაშავდა. მათაგან 4 მკურნალობის კურსს დედაქალაქში, დამწვრობის ცენტრში გადის, ერთ-ერთი გუშინვე გაწერეს ბინაზე, მეექვსე დაშავებულის გადაყვანა კი თბილისში საჭირო აღარ გახდა.