ზონალურ საბჭოზე 9 საკითხიდან 5 მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას ეხებოდა

16 ივლისი 2018, 00:00 2401 ნახვა

ზონალური საბჭოს სხდომა გაიმართა დღეს ბათუმში. საბჭოს  წევრების გადაწყევტილებით ცხრიდან მხოლოდ ერთ საკითზე გაიცა დადებითი პასუხი. კერძოდ, ფიზიკური პირის განცახდებაზე, რომელიც  26 მაისის ქუჩის კონკრეტუულ მონაკვეთზე სამშენებლო პროექტის შეთანხმებას გულისხმობდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის  შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის თქმით, დანარჩენ 8-ს უარი სხვადასხვა მოტივით ეთქვა ძირითადად კი ირღვეოდა მშენებლობის მოცულობები და არქიტექტურული მხარე.

წარმოდგენილი საკითხები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მშენებლობების  გაცემის ნებართვას ეხებოდა. მენაშენეები მშენებლობებს სწორედ იმ ტერიტორიაზე ითხოვენ, რომელიც ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, მალე ისტორიულ ზონად უნდა გამოცხადდეს. ზონის დამტკიცების შემთხვევაში კი, ამ ტერიტორიაზე მკაცრი სამშენებლო რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, აღარ უნდა გაიცეს მაღალი კორპუსების მშენებლობის ნებართვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი