მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საწარმოებში შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უფრო კონკრეტულად კი გეგმური და არაგეგმური შემოწმება წელს ამოქმედებული კანონის მიხედვით შრომის ინსპეტორებს ევალებათ. ამასთან მათ უნდა გადაამოწმონ შეასრულა თუ არა საწარმომ რეკომენდაციები.
კანონი ძალაში ეტაპობრივად შედის. ცვლილებების იმედი არ აქვთ და კანონს არაეფექტიანს უწოდებენ პროფკავშირებში, დამსაქმებელთა ასოციაციაში კი პოზიტიურად არიან განწყობილი.