მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 მუშა დაიღუპა. დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ორი პაციენტი კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ერთი მოქალაქე მსუბუქად იყო დაშავებული და იგი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
შსს- ცნობით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პრემიერი ინიციატივით გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღეს დაიხურება. წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი.