9-დან 5 შემთხვევაში ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებლის აშენებას ითხოვენ

16 ივლისი 2018, 00:00 7070 ნახვა

ბათუმის ე.წ. ზონალურ საბჭო (ბათუმის მერიასთან არსებული სათათბირო) შეიკრიბა, სადაც ჩინოვნიკებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, რა ტიპის მშენებლობებზე გასცენ უფლება.

დღეს, 16 ივლისს, ისინი 9 საკითხს განიხილავენ. 9-დან 8 შემთხვევაში მენაშენეები მშენებლობის უფლებას ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ითხოვენ. 5 შემთხვევაში კი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურთ. 

საკითხები ასე  გამოიყურება: 

1. ​ხარიტონ ახვლედიანის #13  (მეორე სკოლის გვერდით), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 

2. ზუბალაშვილის ქუჩის #12  (პიაცას მიმდებარედ), არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

3. ვაჟა-შაველას #17 - მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით პროექტის შეთანხმება. 

4. ვაჟა-ფშაველას #34  - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება

5. 26 მაისის #20 - სამშენებლო პროექტის შეთანხმება 

6. კლდიაშვილის #34 -  მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებლის მშენებლობისთვის, სამშენებლო გამოყენების პირობების შეცვლა. 

7. გამსახურდიას და კომახიძის შესახევი  #18 #20 #22#24 -  მრავალფუნქციური შენობის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაყენება. 

აღსანიშნავია, რომ მენაშენეები მშენებლობებს სწორედ იმ ტერიტორიაზე ითხოვენ, რომელიც ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, მალე ისტორიულ ზონად უნდა გამოცხადდეს. ზონის დამტკიცების შემთხვევაში კი, ამ ტერიტორიაზე მკაცრი სამშენებლო რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, აღარ უნდა გაიცეს მაღალი კორპუსების მშენებლობის ნებართვა. 

ქალაქის მერმა ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად მიიღო და პრეზენტაცია 2 თებერვალს გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეინარჩუნებენ უბნის ავთენტურობას, ამისთვის კი ძველი სახლების დანგრევასა და ახლის მშენებლობაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდებოდა.

პრეზენტაციიდან 6 თვის შემდეგ, ისტორიული დაცვის ზონა, ბათუმის ძველ ნაწილში არ ამოქმედებულა. ისტორიული ზონაში უნდა მოექცეს გოგებაშილის ქუჩიდან (პორტი) პეტრე მელიქიშვილის (პარკის ჩათვლით) ქუჩამდე მონაკვეთი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი