პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი მძიმედ დაშავდა. მათგან მხოლოდ შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექციის უფროსმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შახტებში მომხდარი შემთხვევების შედეგად მხოლოდ ქვედა რგოლების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება, პირების, რომლებიც რეალური გადაწყვეტილების მიმღები არ არიან.