საერთაშორისო „ოფროუდ ფესტივალი „ ჩირუხის მთაზე

15 ივლისი 2018, 00:00 3528 ნახვა

ჩირუხის მთაზე მე-12 საერთაშორისო “ოფროუდ” ფესტივალი გაიმართება. 17-22 ივლისის ჩათვლით მასში მრბოლელები ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩაერთვებიან.

მერის მოადგილის განმარტებით , ღონისძიება ჩირუხის მთის  ცნობადობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეჯიბრის პარალელურად გაიმართება ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა , ასევე დაგეგმილია  კულტურული  და სპორტული ღონისძიებების გამართვა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში