სოფელ გვარაში სასმელი წყლის პრობლემა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოგვარდება. ქობულეთის მერიის ინფორმაციით ჭაბურღილების მონტაჟი,რომლითაც წყლის მარაგის შევსება უნდა მოხდეს ბოლო ეტაპზეა.ზაფხულში გვალვების გამო წყლის დებეტი მცირეა რის გამოც სოფელს წყალი გრაფიკით, 3 დღეში ერთხელ მიეწოდება.
წყალმომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტში ყველაზე პრობლემური სოფელი გვარაა, თუმცა ამ პერიოდში პრობლემა თითქმის იდენტურია სხვა სოფლებშიც. 750 ათასი ლარის ღირებულების პროექტით ჭაბურღილები სამ სოფელში მონტაჟდება. წყლის დებეტის გაზრდის სამუშაოები ზედა სამებაშიც მიმდინარეობს.