ბათუმში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთის კეთილმოწყობითი სამუშაოები ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა ლუკა ასათიანის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე არსებული მონაკვეთის კეთილმოწყობა.
კონკრეტულად კი მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. იგება ასფალტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ დ აათვალიერა. პროექტისთვის სულ 3 მილიონ 894 999 ლარია გათვალისწინებული.