აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. 2018 წლის, 6 თვის მონაცემებით 808, 437 ვიზიტი განხორციელდა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტორების მატებაა ბათუმის ბოტანიკური ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკში და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტორები რიცხვი 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ობიექტს 6 თვეში, 91 098 ადამიანი სტუმრობდა.
ბათუმის დელფინარიუმში იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტი, 40 866 სტუმარი იყო. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ 27 438 შეადგინა ივნისში, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს.
6 თვეში 72%-ით მეტი, 19, 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც.
გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა, 100 023 ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა.
ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. გასულ წელს, პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურა.