მძღოლების აქცია  თურქეთის  საკონსულოსთან

10 ივლისი 2018, 00:00 3043 ნახვა

აქცია თურქეთის საკონსულოსთან. ტურისტული სააგენტოს მძღოლები რომლებსაც ტურისტები თურქეთში ერთდღიანი ვიზიტით გადაჰყავთ თურქეთის საზღვრის გავლის შემდეგ 1000 ლირით აჯარიმებენ. ავტომობილის საჯარიმოდან გამოსაყვანად კი დამატებით 500 ლირის გადახდა და 14 დღიანი ლოდინი უწევთ. მძღოლები ამბობენ, რომ მიზეზად ტექნიკურ პასპორტში მსუბუქი ავტომობილის ნაცვლად ავტობუსის ჩაწერას თხოვენ. ასევე საუბრობენ იმი შესახებ რომ ხოფას ტერიტორიაზე სადაც თურქეთის ჟანდარმერია მძღოლებს აჯარიმებს ტურისტები მათ ტაქსებში გადაჰყავთ. მათი ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში  საჯარიმო პარკინზე 18 ქართულ ნომრიანი მინივენია დაჯარიმებული. აქციის მონაწილეები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა საკონსულოში უთხრეს, რომ კონსული შვებულებაშია იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებს მოთხოვნა საკონსულოსთვის წერილობით უნდა მიეწოდებინათ. მოგვიანებით მძღოლებს  აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე შეხვდა  და მძღოლების საკითხის ინდივიდუალურად შეისწავლის პირობა მისცა.

თურქეთის საკონსულომ აქციასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი მათთვის შეუძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება. ეს არის საერთაშორისო რეგულაცია და საქართველოშიც ანალოგიურად მოქმედებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება და ეს პირობა ვრცელდება ორივე მხარეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი