შავშეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა, მედცენტრიდან დღეს დილით გაწერეს. 28 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში გუშინ მიაყენეს. კლინიკის მედიკოსების ინფორმაციით ახალგაზრდას მცირე ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.