ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დაცვის მხარემ ერთადერთი მოწმის ბრალდებულების არასრულწლოვანი შვილის დისტანციური დაკითხვა მოითხოვა. ის მშობლებთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგ სასამართლო პროცესი 13 ივლისს გაიმართება და სავარაუდოდ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.