კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში-„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიში

05 ივლისი 2018, 00:00 1684 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ'' ანგარიშში  გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აგრძელებს ფართო ადმინისტრაციული და მენეჯერული უფლებამოსილებების გამოყენებას ისე, რომ პროცესი რჩება ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმებისა თუ სასამართლო კონტროლის მიღმა. ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი რეგულირება ზრდის ინტერესთა კონფლიქტის რისკებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ბევრ ხარვეზიან და ბუნდოვან დანაწესს შეიცავს. ანგარიშში წერია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს გაუმართლებლად ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რაც, მათ შორის, გულისხმობს გადამეტებულ უფლებამოსილებებს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების - მსმენელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, არ არის უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონალური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა. კვლევაში ასევე საუბარია, ირაკლი შავაძის და დავით მამისეიშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტით  იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაინტერესებულა და არც საგამომძიებლო ორგანოთა მხრიდან მომხდარა ფაქტის შესწავლა.

ამავე კატეგორიაში