ანსამბლი“ არსიანი“ საგასტროლოდ ემზადება

04 ივლისი 2018, 00:00 2410 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ,,არსეანი’’ ესპანეთში საგუნდო კონკურს - ფესტივალ ,,ბარსელონას ოქროს ხმა 2018’’ მიიღებს მონაწილეობას.    ანსამბლი  გასტროლზე  ქართული ხალხური ფოლკლორით წარსდგება.  ფესტივალში ანსამბლი სამ ეტაპად ჩაერთვება კონკურსი, გალა კონცერტი და ესპანეთის საკათედრო ტაძარში საგალობლების შესრულებით.

კონკურს - ფესტივალზე ანსამბლი სხვადასხვა კუთხის სახასიათო სიმღერებს შეასრულებს. ანსამბლის წევრებმა წინა საგასტროლო რეპეტიცია გაიარეს. კონკურს - ფესტივალში  ათამდე ქვეყანა მონაწილეობს.  ფესტივალი ბარსელონას ქალაქ ლორეტ დე მარში გაიმართება .ფესტივალი 6-ივლისს იწყება და 12 ივლისს დასრულდება. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან  სამეფო ბეჭდიანი სიგელებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი