ხის გადატანის გამო შექმნილი საფრთხის გამო მახინჯაურში რეაგირებას ითხოვენ

04 ივლისი 2018, 00:00 3258 ნახვა

მახინჯაურში, ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩის მოსახლეობა დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გამო წუხს.  ამბობენ, რომ მაღალი გაბარიტის მქონე ავტომანქანა რომელზეც ხეა, ორი დღეა საცხოვრებელ სახლთანაა გაჩერებული. შიშობენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში განგვიცხადეს, რომ ხე კერძო პირისაგან შეიძინეს და ის  შპს ინსას გადააქვს. 

კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ადგილობრივები აცხადებენ ორი დღეა არ გამოჩენილან. ითხოვენ სასწრაფო ზომების მიღებას. ჩვენ დავუკავშირდით მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მახინჯაურის დასახლებაში, რომლებმაც ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი