ბათუმში, თავდადებულისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ცეცხლი, მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა მაუწყებელს დაუდასტურა. მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც ყვირილი ატეხა და მოასწრო ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა.
ხანძრის შედეგად დაიწვა 200-მდე კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი.ამ ეტაპზს უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა.