კვარიათში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობას აპროტესტებს მოსახლეობა. მათი თქმით, მშენებლობის გამო გამოწვეული ხმაურის გამო ტურისტები აქ დასვენებაზე უარს ამბობენ. ითხოვენ სამშენებლო პროცესი 2 თვიტ შეჩერდეს. აპროტესტებენ ობიექტის სიმაღლესაც.
კომპანია შპს „მტი“ -მ სამშენებლო ნებართვა 2017 წელს ბათუმის მერიისგან მიიღო , უწყებაში აცხადებენ , რომ ზედამხედველობის სამსახური ადგილზე შეისწავლის და ხმაურის შესახებ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს. დეტალებზე მერიის წარმომადგენლისგან სატელევიზიო კომენტარს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.