ბათუმის მერია მომდევნო 6 თვეში ქალაქში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვას გეგმავს 

27 ივნისი 2018, 00:00 2364 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ცხენისწაბლას სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის, 80 ძირი ხე დაირგო. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქს წინასწარ გაწერილი გრაფიკით, რეგულარულად  ამწვანებენ, მათ შორის ახლადრეაბილიტირებულ ყველა ქუჩას.   

მერია წლის ბოლომდე ქალაქში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვას გეგმავს. 

ბათუმის გამწვანების სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კი ზღვისპირა ქალაქში 170 ლოკაციაზე, ნახევარი მილიონი ყვავილი დაირგვება. 

ბათუმი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე ძალიან დაბალია. 

ბოლო პერიოდში, აქტიური მშენებლობის გამო რეკრეაციული ზონების რაოდენობა შემცირდა. ახლადაშენებული კორპუსების ეზოების დიდ ნაწილში მწვანე ზოლი საერთოდ არ არის.

არის შემთხვევები, როცა ძველი, სახლების ნაცვლად ახალ მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ. ხშირ შემთხვევაში კი, პროცესს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნარგავები ეწირება. 

მოქალაქეები ქალაქში მწვანე ზოლებისა და მცენარეების დეფიციტზე საუბრობენ. ნარგავების სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია ძველ ბათუმსა და ქალაქის გარეუბნებში. 

ბათუმში ამ ეტაპზე დაახლოებით 70 რეკრეაციული ზონაა. 

 

ფოტოები სოციალურ ქსელში ბათუმის მერიამ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი