მეზღვაურთა საერთაშორისო დღე-საზეიმო მსვლელობა და კონცერტები ბათუმში

25 ივნისი 2018, 00:00 1903 ნახვა

დილიდან ქალაქში საზღვაო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ქალაქში არა ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებებისთვის და კონცერტისთვის სამზადისი დაწყებულია ევროპის მოედანზე, რის გამოც მემედ აბაშიძის გამზირი თავდადებულისა და გამსახურდიას ქუჩებს შორის მოძრაობა ავტომობილებისთვის აკრძალულია.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე  გაეროს  გადაწყვეტილებით მანილას კონფერენციაზე 2010 წლის 25 ივნისს დაწესდა. ბათუმი წელს ამ დღეს მერვედ  აღნიშნავს. 
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 10 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი