ესტაკადის მშენებლობა სრულდება

22 ივნისი 2018, 00:00 8265 ნახვა

ქალაქის მთავარ შემოსასვლელში ესტაკადის მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგმება. ივლისის დასაწყისში ესტაკადა გაიხსნება, ნავსადგურისა და საკონტეინერო ტერმინალის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, ასევე გვერდის ასაქცევი დამხმარე გზების მშენებლობა კი სექტემბრისთვის დასრულდება.

ამ გადასასვლელის მშენებლობით ამ მონაკვეთში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გადაიჭრება, რაც პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ლიანდაგით იყო გამოწვეული, რის გამოც ხშირად ავტო-სატრანსპორტო მოძრაობა ჩერდებოდა.

პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია. აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და მშენებარე კომპანიაში ამბობენ რომ პროცესი დაჩქარებული ტემპით, ტურისტული სეზონის გამო მიმდინარეობს. პორტთან ხიდი ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში, წლების წინ დაანგრიეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი