სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება 

22 ივნისი 2018, 00:00 1393 ნახვა

,,მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი”-წერია განცხადებაში რომელსაც ომბუსდმენის აპარატი ავრცელებს.

მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ განაჩენტან დაკავშირებით ომბუსდმენის აპარატში განმარტავენ, რომ განაჩენმა ცალსახად გამოკვეთა გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი