13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა. 21 დაღუპული, მათგან ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, და ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი. სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ.
დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა, რის გამოც მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა, რის გამოც მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.