მობილიზებული პოლიცია, დაკავებები და საპროტესტო აქცია თბილისში. მხარდამჭერები, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილთან ერთად საღამოს კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან. ცნობილია რომ საპარლამენტო დროებითი კომისიის წევრებს ხვდება სახალხო დამცველთან და ადვოკატთან ერთად ზაზა სარალიძე.
ასევე ცნობილია ისიც, რომ აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა, მას სასამართლომ სხვა 3 პირთან ერთად 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა და დამნაშავედ ცნო ადმინიტსრაციულ სამართალდარღვევაში. დაკავავებებისა და მთელი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოგიყვებით, მანამდე კი ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის რუსთაველის გამზირიდან ნათია კოპალიანი.