შსს-ში 51-ე სკოლის მოსწავლეები დაკითხეს

02 ივნისი 2018, 00:00 1530 ნახვა

შსს-ში კი, 51-ე სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს. პროცესს მშობლები და ადვოკატები ესწრებოდნენ. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა თამარ აბესაძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა მიიღო უწყება იმის შესახებ, რომ დღეს უნდა მისულიყვნენ შსს-ში.

ადვოკატისთვის გამოკითხვის დეტალები უცნობია. კითხვაზე, თუ რომელ ეპიზოდში ჩანს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ადვოკატის თქმით, ის უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტს შეესწრო, იქ გასაშველებლად იყო მისული, მაგრამ დაჭრის ფაქტს არ შესწრებია. როგორც იცით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი