ვაზიანის აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით აერო - სანავიგაციო კვლევები დასრულდა და შენობის დიზაინის კონკურსი მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილი

20 იანვარი 2025, 12:29 58 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით აერო-სანავიგაციო კვლევები დასრულდა და შენობის დიზაინის კონკურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით, ჩვენ აერო - სანავიგაციო კვლევები დავასრულეთ. ცოტა მეტი დრო წაიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ჩვენი გეოგრაფია ზოგადად რთულია. მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანი ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები. შესაბამისად, დეტალური კვლევები იყო ჩასატარებელი, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ გააკეთა. ეს ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და შესაბამისად უკვე ვიცით, როგორი იქნება აეროპორტის კონფიგურაცია. შემდეგი ეტაპია უკვე დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც ასევე მიმდინარეობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი