ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სპორტული კომპლექსი წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
კომპლექსი ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან საცურაო აუზს მოიცავს. ამ ეტაპზე დასრულდა ყინულის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მოპირკეთება.
ყინულის არენის მშენებლობა და განხორციელებული სამუშაოები თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.