მეხუთე ღამე გაათენეს სტუდენტებმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. ისინი სასწავლებლის შენობაში რჩებიან და პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტია, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
სტუდენტები ადმინისტრაციასთან შეხვედრასაც გეგმავენ. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა მოქმედმა რექტორმა. კონკურსი კი ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა.