ჟურნალისტისა და გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მზია ამაღლობელის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურორებს ტრანსპარანტებით დახვდნენ. ასევე, დატოვეს სტიკერები, რომელზეც პროკურორთა ფოტოებია ასახული.
მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, აქციის მონაწილეებს და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს მიზანმიმართული დევნაა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.