აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ლიფტში დაჭრილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის დროგამოშვებით საჭიროებს მართვით სუნთქვაზე ყოფნას, ექიმის თქმით ის კონტაქტზე გამოვიდა თუმცა მისი ამ მდგომარეობაში დაკითხვა ვერ ხერხდება. ის ამ დროისთვის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს, მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. შსს ინფორმაციით თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.