ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა - ამის შესახებ დამცველის ანგარიშშია საუბარი. რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს.
პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა.
გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების, მათ შორის შშმ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ბულინგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ურთიერთობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა.