საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.
ორგანიზატორები კი შეკრებილებს მოუწოდებენ, პროვოკაციებს არ აყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
''როდესაც საქართველოს, როდესაც საპატრიარქოს ეხებიან მაშინ სადა ხართ? - ასე მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციის მონაწილეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.
(ფოტო/ვიდეო: 1tv.ge)