ძველ ბულვარში გასართობი კომპლექსი ''სინთეზი'', აჭარული კერძებით და ტრადიციებით - თემაზე საკრებულო მსჯელობს

29 მაისი 2018, 00:00 2887 ნახვა

ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილში, ბამბუკების ხეივნის წინ, ფოტოატელიეს ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა სურს მოქალაქეს, რომელიც ატელიეს 10 წლის იჯარით აღებას ითხოვს.

113,00 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და 89 კვადრატული მეტრი შენობა, იჯარით  მოქალაქე ვასილ ოსეფაიშვილმა მოითხოვა.  

"ბულვარში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას, ყოფილი ფოტოატელიეს ტერიტორიის ნაცვლად განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი სახელწოდებით „სინთეზი“. კომპლექსის შექმნის კონცეფცია ემსახურება აჭარული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, შენობა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობა : ფოტოატელიე სახელწოდებით „ფოტოსინთეზი“,  "კაფე-ბარი ტყეში" - ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზით, ტერასა - კულტურული ღონისძიებებისა და შემოქმედებითი საღამოებისათვის,  „ქართული კუთხე“ ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე,    სივრცე ფოტოსესიისათვის,  ეზოს მოწყობა და გაფორმება" - წერია მერიის მოხსენებაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წარედგინა. 

მერიას პროექტი მოსწონს და საკრებულოს შენობის გრძელვადიანი იჯარით გაცემის ნებართვას სთხოვს. 

მერიის განმარტებით ბარათში წერია, რომ  "მერიას 2018 წლის 16 აპრილს წერილით მომართა მოქ. ვასილ ოსეფაიშვილმა რომელიც აღნიშნავს, რომ მრავალი წელია ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და ბათუმის სტუმრებს ფოტო გადაღებებით და გამოთქვამს სურვილს, ბათუმის ბულვარში, სატუმრო „ინტურისტი“-ს მიმდებარედ, ბამბუკის ხეივანთან არსებული ფოტოატელიეს შენობის და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის მრავალწლიანი იჯარით სარგებლობაში აიღოს. გან​ცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი არსებული შენობა-ნაგებობას და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც გახდება ერთ-ერთი მიზიდველი და საინტერესიო ლოკაცია ბათუმის მასშტაბით, დამსვენებლებისათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ვ. ოსეფაიშვილს წარმოდგენილი აქვს ტერიტორიის, როგორც კომპლექსური გასართობი ცენტრის პრეზენტაცია. პროექტი გულისხმობს ბულვარში ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც ისარგებლებს დიდი პოლულარობით და გახდება საინტერესო ადგილი ტურისტებისათვის, როგორც ეს ხდება ევროპის წამყვან საკურორტო ქალაქებში. კონცეფციის მიხედვით, ბათუმის ბულვარში მოეწყობა ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ლოკაცია. არსებულ ტერიტორიაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული როგორც შენობა-ნაგებობა, ისე სხვადასხვა მცენარეებითა და დეკორაციებით მორთული ეზო. იგი გათვლილია ყველა სეგმენტის დამსვენებელსა თუ ადგილობრივ მოსახლეზე. პროექტის განხორციელებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება". 

ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ძველი ბულვარში, კიდევ ერთი დასავენებლი და გართობის ადგილი მოეწყოს. უწყებისთვის პროექტი მისაღებია და  ყოფილი ფოტოატელიეს შენობისა და მიწის ნაკვეთის  ვასილ ოსეფაიშვილისათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით, წლიურად 7 000 ლარად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემას მხარს უჭერს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი