''ღამის სერენადები'' _ კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეათედ გაიმართება. ფესტივალი, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას აგვისტოში ბათუმში ჩატარდება.
''ღამის სერენადების'' ერთ-ერთი მხარდამჭერი ბათუმის მერიაა, რომელმაც დღეს ფესტივალის ტექნიკური ორგანიზების თაობაზე 120 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ''ღამის სერენადების'' დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძეა.