ქედაში ''ფრიდონობა'' აღინიშნება

17 მაისი 2018, 00:00 1322 ნახვა

ქედაში ,,ფრიდონობა“ აღინიშნება. სახალხო ზეიმი ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების თარიღს ეძღვნება. იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება პოეტის სახლ-მუზეუმში, სოფელ გეგელიძეებში. დღესვე მოეწყობა კარვების ქალაქი, ეთნოგრაფიული კუთხე, ნახატების გამოფენა. ფრიდონ ხალვაში არაერთი პრემიისსა და ჯილდოს მფლობელია. ფესტივალი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით იმართება, რომელსაც ორგანიზებას აჭარის მწერალთა კავშირი, ლიტერატურული კლუბი, ორგანიზაცია ,,კავკასიონი" და ქედის კულტურის ცენტრი უწევს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოეტისა და პროზაიკოსის  საფლავზე დღეს მწერლები, პოეტები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებებია დაგეგმილი ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში.  დღეს პოეტი  93 წლის გახდებოდა.

ამავე კატეგორიაში