ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აკრიტიკებს. ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიაში წარდგენილი სამშენებლო ნებართვები დროულად არ განიხილება. მისი ინფორმაციით მსხვილ კომპანიებთან ერთად მშენებლობის გაგრძელების საშუალება არც კერძო პირებს ეძლევათ.
ოპოზიციის ბრალდებებს ბათუმის მერმა უპასუხა. ლაშა კომახიძის განცხადებით, მერიაში მშენებლობებზე ნებართვები არ შეჩერებულა და მუშაობა ახლა მხოლოდ კა 2 კოეფიციენტზე მიმდინარეობს.