სამედიცინო კონფერენცია გაიმართება ბათუმში. მედიკოსები რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ. ''ენდოსკოპიური მეთოდებით მკურნალობა გინეკოლოგიასა და უროლოგიაში'' _ რეგიონული კონფერენციის ძირითადი მიმართულებაა. შეხვედრას სხვადასხვა კლინიკის ექიმები დაესწრებიან, წაიკითხავენ მოხსენებებსაც. კონფერენცია დღეს დასრულდება.