პარლამენტთან პოლიციამ კარვები აიღო

13 მაისი 2018, 00:00 4208 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები მიერ დადგმული კარვები პოლიციამ დაშალა. 

სამართალდამცველებმა თავდაპირველად მოქალაქეებს მოსთხოვა კარვების თავად აეღოთ და გზა გაეთავისუფლებიათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციელები მივიდნენ, კარვები დაშალეს და წაიღეს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა.ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე კვლავ განახლდება.

ისინი 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და ''კაფე გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მოძრაობის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. 

აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ამბობენ, რომ ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. 

​შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 მოქალაქე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი