ქალაქი ქალაქში - აჭარის მთავრობა გონიოში საკურორტო ზონის განვითარებაზე მუშაობს

10 მაისი 2018, 00:00 5803 ნახვა

გონიოს პოლიგონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაკვეთით კერძო კომპანიამ გასულ წელს შეიმუშავა და რომლის მიხედვითაც გონიოს აქვს “უნიკალური პოტენციალი, განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი.”

კონცეფცია და იდეა შემუშავებულია, ტერიტორია შესწავლილია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხითაც, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული დაინტერესებული ინვესტორების შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი.

ამასთან ყოფილ სამხედრო პოლიგონზე ჯერ კიდევ განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამომავლოდ პროექტის სწორად წარმართვით დაინტერესებულნი არიან ეკოლოგებიც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ არასწორმა ჩარევამ შესაძლოა ეკოსისტემა საფრთხის წინაშე დააყენოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში