18 მედიასაშუალების 30 ჟურნალისტი, 12 მაისს, საუკეთესო მოჭადრაკის სტატუსისთვის იბრძოლებს. საჭადრაკო ტურნირი აჭარაში გაიმართება.
ერთმანეთს ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინმედიის უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. ტურნირში აჭარის საზოგადობრივი მაუწყებელის ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მთავარი პირობაა - ჟურნალისტებს არ ჰქონოდეთ ფიდე-ს რეიტინგი.
„ბათუმი 2018"-ის ორგანიზატორი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტია. ტურნირში გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულ მედიასაშუალების წარმომადგენლებს პრიზები გადაეცემათ.