ენმ: ''რეგიონში კრიმინალი გაიზარდა''

04 მაისი 2018, 00:00 2436 ნახვა

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები ბათუმში, საპროტესტო აქციას მართავენ და რეგიონში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობენ.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში დანაშაულის შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის ახალგაზრდებს შორის ჩხუბის, ასევე ქურდობისა და ქონების დაზიანების ფაქტები.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ საქმეების დიდი ნაწილი ამ დრომდე გამოუძიებელია.

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს  დანაშაულებრივი საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი