აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა

03 მაისი 2018, 00:00 2923 ნახვა

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრში კი სავალალო მდგომარეობაშია, რის გამოც პაციენტები ხშირად უარს ამბობენ სტაციონარში მკურნალობაზე. ამის შესახებ განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან ტაკიძემ გააკეთა. ის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან საავადმყოფოს დაფინანსებას ითხოვს.

ტუბერკულოზის ცენტრში დაადასტურეს, რომ რეგიონში დაავადების რიცხვი მართლაც საგანგაშოა და პაციენტების ცენტრში არსებული არასახარბიელო გარემოს გამო ხშირად უარს ამბობენ მკურნალობაზე. სამედიცინო დაწესებულების ერთი ნაწილი, სადაც მძიმედ დაავადებულები გადიან სტაციონალურ მკურნალობას, საერთაშორისო ორგანიზაცია „ექმიმები საზღვრებს გარეშე“-მ გაარემონტა. ცენტრში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის იმედი აქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიცაა ცენტრი, განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი