ქედაში, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საინფორმაციო -რესურს მაგიდა გაიხსნა, რომლის მიზანი ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევაა, თუ როგორ უნდა მოამზადონ თავიანთი პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
მეწარმეებს, ფერმერებს, კოოპერატივებს და აგრომეწარმეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მიიღებენ კონსულტაციებს, სხავადასხვა თემებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, სურსათის უვნებლობა, კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა და ადვოკატირება. პროექტი სამიზნე შვიდ რეგიონში ხორციელდება და მასში ჩართულია 19 სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაცია, ასევე 4 განვითარების ჯგუფი. პროექტს ფინანსურად ევროკავშირი აფინანსებს.