ზონალური საბჭოს სხდომა

02 მაისი 2018, 00:00 2039 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 9 საკითხი განიხილეს, მათგან ორი სამშენებლო პროექტის განხილვა არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო გადაიდო. კომპანიები 9 მარტის და ყაზბეგის ქუჩებზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ.

დეველოპერებს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ორი პროექტი აქვთ, საბჭოს წევრების ნაწილის შეფასებით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე განაშენიანება ისედაც დარღვეულია, საჭიროა პროექტში კორექტირება და კორპუსების მოცულობის შემცირება. სხდომას საზოგადეობა ''ბათომის'' წევრები ესწრებოდნენ. მათ შენიშვნები ჰქონდათ საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობენ, რომ მისი შემადგენლობა უნდა შეიცვალოს და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცებამდე ნებართების გაცემა შეეიზღუდოს

ამავე კატეგორიაში