ხულოში ნაგვის ურნების შეძენისთვის 6 ათას 400 ლარი დაიხარჯა

01 მაისი 2018, 00:00 2329 ნახვა

ხულოს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ნაგვის ურნები განათავსეს. 35 ურნის შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან 6 ათას 400 ლარი დაიხარჯა.

წლის ბოლომდე კი დამატებით 50 ურნის შეძენა იგეგმება,  რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში განთავსდება. ასევე დაგეგმილია სოფელ ირემაძეებში, ტაბახელასა და დიოკნისში არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვა. რომლისთვისაც ტენდერი 20 ათას ლარზეა გამოცხადებული. სამ ლოკაციაზე ნაგავსაყერლის გაუქმება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების “სენის” დაფინანსებით მოხდება.

ამავე კატეგორიაში